ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი ისმება ანამნეზის, ჩივილების და
ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. სადიაგნოსტიკო
კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საინფორმაციო
ვიდეოებში.
არ შეიძლება. ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ეტიოლოგია და
პათოგენეზი სხვადასხვაა.
არ შეიძლება. ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. შაქრიანი დიაბეტი
დაკავშირებულია კუჭქვეშა ჯირკვალთან, უშაქრო დიაბეტი კი - ჰიპოფიზთან.
ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის დაბალი დონე (≤70 მგ/დლ-ზე). სიმძიმის
მიხედვით, ჰიპოგლიკემიის მკურნალობაც სხვადასხვაა. მსუბუქი და
საშუალო სიმძიმის ჰიპოგლიკემიის დროს პაციენტს შეუძლია მიიღოს
ნახშირწყლები; მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს საჭირო ხდება გარეშე პირთა
ჩარევა (უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენს გვერდზე საინფორმაციო
მასალებსა და ვიდეოებში).
ჰიპერგლიკემია სისხლში შაქრის დონის მატებას ნიშნავს: უზმოდ >130მგ/დლ
(7.2მმოლი/ლ), კვების შემდეგ - >180მგ/დლ (10მმოლი/ლ). ჰიპერგლიკემია
შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სერიოზული მწვავე გართულებაა, რომელიც
დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე მიგვიყვანს დიაბეტურ
კეტოაციდოზამდე.
არ შეიძლება. ტიპი 1 დიაბეტის დროს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი β-
უჯრედები ნადგურდება, რასაც ინსულინის აბსოლუტურ დეფიციტამდე
მივყავართ. შესაბამისად, ამ ტიპის დიაბეტის მკურნალობა დღეისათვის
მხოლოდ ინსულინის ინექციებით შეიძლება.
ტ1 შდ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მისთვის
დამახასიათებელია პიკები: 4-7წ და 10-14 წელი. ბოლო დროს გაიზარდა
შემთხვევები 0-2 წლის ასაკის ბავშვებში.
გლიკემიური ინდექსი (გი) - ესაა გლუკოზის მატების სიჩქარე და
გამოხატულება ამა თუ იმ პროდუქტის მიღებისას. სხვადასხვა ტიპის
ნახშირწყლები გლიკემიის დონეზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამიტომ
ჯანსაღი კვების დაგეგმვისას აუცილებელია მაღალი გი-ის შემცველი
პროდუქტების ჩანაცვლება დაბალი და საშუალო გლიკემიური ინდექსის
მქონე პროდუქტებით (დეტალები იხილეთ ჩვენს გვერდზე საინფორმაციო
მასალებსა და ვიდეოებში).
დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა) - ნივთიერებათა ცვლის მწვავე დარღვევაა,
რომელიც ვლინდება სისხლში და შარდში გლუკოზის და კეტონური
სხეულების მკვეთრი მატებით და მეტაბოლური აციდოზის განვითარებით,
რასაც თან სდევს ცნობიერების სხვდასხვა ხარისხის დარღვევა. აღნიშნული
მოითხოვს პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას, რადგან დკა შდ ტ1-ის
დროს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა და დროული ჩარევის
გარეშე შესაძლოა დადგეს ლეტალური გამოსავალი.
ფიზიკური დატვირთვა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია
და აუცილებელია, როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე სხვა ქრონიკული
დაავადებების დროსაც. რეგულარული ვარჯიშების დაწყებამდე უნდა
მიმართოთ თქვენს ექიმს, გაიაროთ სრული შემოწმება და ამის შემდეგ
დაგეგმოთ, ვარჯიშის რა სახეობა შეგეფერებათ.
ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: კანკალი, ოფლიანობა, მხედველობის
დაბინდვა/გაორება, აგზნებულობა, თავბრუსხვევა, ძლიერი შიმშილის
გრძნობა, დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი. სხვადასხვა ადამიანს ეს
სიმპტომები განსხვავებულად უვლინდება.
სისხლში შაქრის რეგულარული თვითკონტროლი ხელს უწყობს: შაქრის
სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას; ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების
“დაფიქსირებას” ადრეულ ეტაპზე; პაციენტის ცხოვრების რეჟიმზე
ადაპტირებული მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევას და
ა.შ.
საქართველოში მოქმედი „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ტიპი 1 დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქე ბავშვებსა და მოზარდებს 18 წლის ასაკამდე.
პროგრამის ფარგლებში ბავშვებისთვის სრულად ფინანსდება:
ბავშვთა ენდოკრინოლოგის რეგულარული კონსულტაცია და მეთვალყურეობა;
გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) განსაზღვრა წელიწადში ოთხჯერ;
სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები და მიკროალბუმინურიის კვლევა;
თვალის დაავადებების მონიტორინგი და ნევროლოგის კონსულტაცია;
ბავშვისა და მშობლის განათლება დიაბეტის მართვის საკითხებზე;
სურვილის შემთხვევაში, ფიზიკური რეაბილიტაცია;
საჭიროებისას, კომის გარეშე მიმდინარე დიაბეტის სტაციონარული მკურნალობა.
მედიკამენტები და დიაბეტის მართვის საშუალებები
სახელმწიფო პროგრამა ბავშვებს უფასოდ უზრუნველყოფს:
ინსულინითა და ინსულინის ანალოგებით;
შპრიც-კალმისტრებით და შესაბამისი ნემსებით;
გლუკაგონით მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევისთვის;
გლუკომეტრით;
სისხლში გლუკოზის განსაზღვრის ტესტ-ჩხირებით;
ლანცეტებით;
შარდში კეტონების განსაზღვრის ტესტ-ჩხირებით;
სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემითა და სენსორებით (CGM).
გლუკომეტრი გადაეცემა ახლად დიაგნოსტირებულ ბავშვს და შეიძლება შეიცვალოს დაზიანების შემთხვევაში, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. მოქმედი პროგრამით თითოეულ ბავშვს წლის განმავლობაში ეკუთვნის 1,200 გლუკოზის ტესტ-ჩხირი, 200 ლანცეტი და კეტონების განმსაზღვრელი 50 ტესტ-ჩხირი. პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები და საანალიზო საშუალებები გაიცემა თანაგადახდის გარეშე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – „დიაბეტის მართვის“ პროგრამა
CGM-თან თავსებადი სმარტფონი
პროგრამა გარკვეული პირობების მქონე ოჯახებისთვის ითვალისწინებს CGM სისტემასთან თავსებადი სმარტფონის დაფინანსებასაც. დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს, რომლებიც იყენებენ CGM სისტემას და:
მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120,000-ს; ან
ოჯახში ტიპი 1 დიაბეტი აქვს 18 წლამდე ასაკის ორ ან მეტ ბავშვს.
როგორ ჩავერთოთ პროგრამაში?
პროგრამაში ბავშვის დასარეგისტრირებლად მშობელმა ან კანონიერმა მეურვემ უნდა მიმართოს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას. კლინიკაში დეტალურად აგიხსნიან, რომელი დოკუმენტებია საჭირო და სად შეიძლება მედიკამენტების, სენსორებისა და სხვა საშუალებების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.
ინფორმაცია მომზადებულია 2026 წლის ივლისის მდგომარეობით. სახელმწიფო პროგრამის პირობები, მომსახურების მიმწოდებლები და გაცემის წესები შეიძლება შეიცვალოს. მიმართვამდე გადაამოწმეთ ინფორმაცია პროგრამის მიმწოდებელ კლინიკაში ან ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები
დიაბეტური ბანაკი წარმოადგენს უსაფრთხო და საგანმანათლებლო გარემოს, სადაც ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვები სწავლობენ დაავადების თვითმართვის პრაქტიკულ უნარებს, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, იძენენ დამოუკიდებლობას და თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებას. ბანაკში მონაწილეობის შედეგად ბავშვებს ხშირად უმჯობესდებათ თვითდაჯერებულობა, დიაბეტის მართვის უნარები და ცხოვრების ხარისხი.
დიაბეტურ ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ბანაკის ორგანიზატორების მიერ განსაზღვრულ ასაკობრივ და სამედიცინო კრიტერიუმებს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება სპეციალური კომისიის მიერ, რომელშიც შედიან საქართველოს წამყვანი ბავშვთა ენდოკრინოლოგები. ჩვენს პროგრამაში მონაწილეობენ ასევე მშობლები ან მეურვეები, რაც ოჯახს ეხმარება დაავადების უკეთ მართვაში.
დიახ. დიაბეტური ბანაკები ორგანიზებულია სპეციალურად ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის. ბანაკში მუდმივად იმყოფებიან ბავშვთა ენდოკრინოლოგები, დიაბეტის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი და სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში გლუკოზის დონეს, ინსულინოთერაპიასა და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ბანაკის პროგრამა, როგორც წესი, მოიცავს:
- ინსულინის სწორ გამოყენებას;
- სისხლში გლუკოზის მონიტორინგს;
- კვებასა და ნახშირწყლების დათვლას;
- ფიზიკურ აქტივობას და დიაბეტის მართვას;
- ჰიპოგლიკემიისა და ჰიპერგლიკემიის პრევენციას;
- ინსულინის ტუმბოსა და უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგის (CGM) გამოყენებას;
- ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და თანატოლებთან გამოცდილების გაზიარებას.
მშობლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნას დიაბეტის თანამედროვე მართვის შესახებ, უზიარებენ გამოცდილებას სხვა ოჯახებს, იღებენ პროფესიონალების რჩევებს და სწავლობენ, როგორ დაეხმარონ ბავშვს დამოუკიდებლობის განვითარებაში. ასეთი მხარდაჭერა ხშირად ამცირებს სტრესს და ზრდის ოჯახის თავდაჯერებულობას.
ინფორმაცია დაგეგმილი დიაბეტური ბანაკების, რეგისტრაციის ვადებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ ქვეყნდება NCD Alliance Georgia-ის და type1diabetes.ge-ის ოფიციალურ საინფორმაციო არხებზე. რეკომენდებულია პერიოდულად გადაამოწმოთ ვებგვერდი და სოციალური ქსელები. განსაკუთრებით ხშირად გადაამოწმეთ ეს გვერდი: https://www.facebook.com/promotionofrightsofchildrenwithdiabetes/