ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი ისმება ანამნეზის, ჩივილების და
ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. სადიაგნოსტიკო
კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საინფორმაციო
ვიდეოებში.
არ შეიძლება. ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ეტიოლოგია და
პათოგენეზი სხვადასხვაა.
არ შეიძლება. ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. შაქრიანი დიაბეტი
დაკავშირებულია კუჭქვეშა ჯირკვალთან, უშაქრო დიაბეტი კი - ჰიპოფიზთან.
ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის დაბალი დონე (≤70 მგ/დლ-ზე). სიმძიმის
მიხედვით, ჰიპოგლიკემიის მკურნალობაც სხვადასხვაა. მსუბუქი და
საშუალო სიმძიმის ჰიპოგლიკემიის დროს პაციენტს შეუძლია მიიღოს
ნახშირწყლები; მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს საჭირო ხდება გარეშე პირთა
ჩარევა (უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენს გვერდზე საინფორმაციო
მასალებსა და ვიდეოებში).
ჰიპერგლიკემია სისხლში შაქრის დონის მატებას ნიშნავს: უზმოდ >130მგ/დლ
(7.2მმოლი/ლ), კვების შემდეგ - >180მგ/დლ (10მმოლი/ლ). ჰიპერგლიკემია
შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სერიოზული მწვავე გართულებაა, რომელიც
დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე მიგვიყვანს დიაბეტურ
კეტოაციდოზამდე.
არ შეიძლება. ტიპი 1 დიაბეტის დროს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი β-
უჯრედები ნადგურდება, რასაც ინსულინის აბსოლუტურ დეფიციტამდე
მივყავართ. შესაბამისად, ამ ტიპის დიაბეტის მკურნალობა დღეისათვის
მხოლოდ ინსულინის ინექციებით შეიძლება.
ტ1 შდ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მისთვის
დამახასიათებელია პიკები: 4-7წ და 10-14 წელი. ბოლო დროს გაიზარდა
შემთხვევები 0-2 წლის ასაკის ბავშვებში.
გლიკემიური ინდექსი (გი) - ესაა გლუკოზის მატების სიჩქარე და
გამოხატულება ამა თუ იმ პროდუქტის მიღებისას. სხვადასხვა ტიპის
ნახშირწყლები გლიკემიის დონეზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამიტომ
ჯანსაღი კვების დაგეგმვისას აუცილებელია მაღალი გი-ის შემცველი
პროდუქტების ჩანაცვლება დაბალი და საშუალო გლიკემიური ინდექსის
მქონე პროდუქტებით (დეტალები იხილეთ ჩვენს გვერდზე საინფორმაციო
მასალებსა და ვიდეოებში).
დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა) - ნივთიერებათა ცვლის მწვავე დარღვევაა,
რომელიც ვლინდება სისხლში და შარდში გლუკოზის და კეტონური
სხეულების მკვეთრი მატებით და მეტაბოლური აციდოზის განვითარებით,
რასაც თან სდევს ცნობიერების სხვდასხვა ხარისხის დარღვევა. აღნიშნული
მოითხოვს პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას, რადგან დკა შდ ტ1-ის
დროს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა და დროული ჩარევის
გარეშე შესაძლოა დადგეს ლეტალური გამოსავალი.
ფიზიკური დატვირთვა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია
და აუცილებელია, როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე სხვა ქრონიკული
დაავადებების დროსაც. რეგულარული ვარჯიშების დაწყებამდე უნდა
მიმართოთ თქვენს ექიმს, გაიაროთ სრული შემოწმება და ამის შემდეგ
დაგეგმოთ, ვარჯიშის რა სახეობა შეგეფერებათ.
ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: კანკალი, ოფლიანობა, მხედველობის
დაბინდვა/გაორება, აგზნებულობა, თავბრუსხვევა, ძლიერი შიმშილის
გრძნობა, დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი. სხვადასხვა ადამიანს ეს
სიმპტომები განსხვავებულად უვლინდება.
სისხლში შაქრის რეგულარული თვითკონტროლი ხელს უწყობს: შაქრის
სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას; ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების
“დაფიქსირებას” ადრეულ ეტაპზე; პაციენტის ცხოვრების რეჟიმზე
ადაპტირებული მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევას და
ა.შ.